დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაქეზებაზე. დონალდ ტრამპი ულტრამემარცხენე ანტიფაშისტურ მოძრაობას, „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს. ამერიკის პრეზიდენტმა მკაცრი რეკომენდაცია გასცა , რომ „ანტიფას“ დამფინანსებლების საქმიანობა საფუძვლიანად გამოიძიონ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად.