„ენგურჰესზე“ ენერგეტიკოსის დღე აღინიშნა
ენგურჰესზე ენერგეტიკოსის დღე აღინიშნა. ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ხელისუფლების ამბიციურ მიზანზე, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა სწორი პოლიტიკა და მასშტაბური პროექტების განხორციელება, მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ეკონომიკური საბოტაჟის მცდელობებზე. ღონისძიებაზე 16 გამორჩეულ ენერგეტიკოსს საქართველოს ენერგეტიკოსის საპატიო ჯილდო გადაეცა
