2025 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 25 მილიარდ 347 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 7,3%-ით აღემატება
2025 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 25 მილიარდ 347 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 7,3%-ით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი ინფორმაციისა და კომუნიკაციის, განათლების, ხელოვნების, გართობისა და დასვენების მიმართულებებმა შეიტანა.
