საწინააღმდეგო პოზიციები ევროპაში
ევროკავშირის 5 სახელმწიფო რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვაზე უარს აცხადებს. მიზეზი ეკონომიკური სარგებელია. ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია რუსებისთვის სავიზო შეზღუდვას, ტურისტული ბიზნესისთვის ზიანის მიყენების თავიდან არიდების მიზნით არ აპირებენ. სავიზო რეგულაციების გამკაცრება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის ნაწილია, რომლის მიღებაც ბრიუსელმა დროებით გადადო.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
