ისწავლე და დასაქმდი
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა თბილისის მერიისგან. მოქალაქეების მომზადება-გადამზადება 80 სპეციალობაში. პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში, 17 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდში დაინტერესებულ მოქალაქეებს ონლაინ რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვთ. კურსებზე სწავლა უფასოა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამით 12 ათასი მოქალაქე გადამზადდა, დასაქმების მაჩვენებელი კი 75 პროცენტია.
სიუჟეტის ავტორი: გივი კუჭავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
