შსს-მ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავა
ძმებ მიქაძეების დაცვის წევრს, ლაშა მაისურაძეს ბრალი ედება საადვოკატო საქმიანობისთვის ხელის შეშლასა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის გამო, დავით მიქაძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ მაისურაძემ თავისი საადვოკატო საქმიანობის საბაბით შეხვედრაზე დაითანხმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, სანდრო წივწივაძის ყოფილი ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე. შეხვედრისას ძმებ მიქაძეების დაცვის წევრმა, უკვე დაკავებულმა მაისურაძემ, მობილური ტელეფონით გაასაუბრა ადვოკატი საზღვარგარეთ მყოფ დავით მიქაძეს, რომელიც ადვოკატს სიკვდილით დაემუქრა. გამოძიება, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილ მუქარაზე მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
