საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გურჯაანში, რთველში უმასპინძლა
გურჯაანში იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში. დიპლომატები კახეთში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ. გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები. სტუმრებმა დაათვალიერეს ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის უნიკალური ჯიშებიც.
