საქალაქო სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირქტორი გამოკითხეს
ეკა გიგაური გამოკითხვაზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული. საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.
