ორ მილიარდ ლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილია
სავარაუდოდ, დღეს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ, სუსთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა - მეზობელი ქვეყნებიდან სამალავებით ნაღდი ფული ქვეყანაში შემოქონდათ და უკანონო გზით ათეთრებდნენ. განცხადება გაკეთდა ეროვნულ ბანკში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკი ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში.
