ბრიუსელი საქართველოსგან პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და იყენებს ტერმინს „პოლიტიკური პატიმარი“
. მმართველი გუნდის შეფასებით, ევრობიუროკრატების მსგავსი განცხადებები ევროპულ ღირებულებებს შეურაცხყოფს. პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკასა და ევროკომისიაში გაკეთებულ განცხადებებს ადარებს და წერს, რომ ორ განცხადებას შორის ღირებულებითი უფსკრულია. საუბარია შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ სიტყვის თავისუფლება იცავს იდეებს, დებატებს და განსხვავებულ აზრსაც კი, მაგრამ ის არ იცავს და არასდროს დაიცავს ძალადობას. მოგვიანებით, შალვა პაპუაშვილმა ამ თემაზე კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, ევრობიუროკრატების განცხადებები კი ძალადობისთვის მწვანე შუქის ანთებაა.