შინაგან საქმეთა მინისტრი ჩინეთშია
გეკა გელაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა მიიწვია. მინისტრი მონაწილეობს გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში. მთავარი თემაა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, რომელთაც მსოფლიოს 120 ქვეყნის ლიდერები განიხილავენ. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების, გაეროს, ინტერპოლისა და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელები. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს შორის.