„მთავრობის ეფექტიანობის“ შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 62,5% დაიმსახურა, მსოფლიოში 35- ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა
საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება მათ შორის ესპანეთი, კვიპროსი, ხორვატია, ლატვია, იტალია, პოლონეთი, მალტა, უნგრეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, რუმინეთი და თურქეთი. მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა.
