ღვინის ტური საქართველოში
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის ორგანიზებით, საქართველოში ღვინის ტური გაიმართა. ამერიკელი მეწარმეები ქართული ღვინის კომპანიების პროდუქციას, ასევე ღვინის დაყენების ტექნოლოგიას კახეთსა და თბილისში გაეცნენ. ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი მეღვინეებისთვის სტრატეგიული ბაზარია, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
