ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკა
ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტები - კახა კალაძემ საზოგადოებას 2026-29 წლების გეგმა გააცნო. თბილისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მიმართულება და სოციალური პროგრამები დედაქალაქის მთავრობისთვის პრიორიტეტულია და მომავალშიც გაგრძელდება, სერვისები კიდევ გაუმჯობესდება და მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება. უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის 3 ახალი პროგრამა, ესენია: ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსება, ფარისებრი ჯირკვლის რადიოიოდოთერაპია და ფილტვის კიბოს სკრინინგი.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ მელაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
