ბინები 720 დევნილ ოჯახს
თანამედროვე ბინები ქუთაისში დევნილებისთვის აშენდა. საცხოვრებელი ოჯახებს სახელმწიფოსგან სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცათ. ადგილზე პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ. დევნილების ღირსეული პირობებით უზრუნველსაყოფად, მთავრობას ანალოგიური პროექტი აქვს თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში. შედეგად ჯამში 23 კორპუსი აშენდება და 5 ათასზე მეტი ოჯახი შეძლებს კომფორტულად ცხოვრებას.
