ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინეს
ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინეს, მას ბრალად ედება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა განზრახ დააზიანა „ქართული ოცნების“, საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი. პოლიტიკური შეფასებები კეთდება ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ელენე ხოშტარიას დაკავებიდან რამდენიმე საათში, მისი მამის ანგარიშზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 9 მილიონი რუბლი ჩაირიცხა, რაც დაახლოებით 110 ათასი დოლარის ეკვივალენტია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტის და ფარისევლობის ნათელი მაგალითი. პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რომლის მიხედვითაც, „დროას“ ლიდერი საქართველოში ნიდერლანდების ელჩს, საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ეს არის დიპლომატის მხრიდან ვენის კონვენციის უხეში დარღვევა.
