ანანო ცინცაბაძე, რომელიც ძალადობრივი და შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა, „სოლიდარობის ფონდის პიელ საქართველოში“-ს წევრია
ანანო ცინცაბაძე, რომელიც ძალადობრივი და შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა, „სოლიდარობის ფონდის პიელ საქართველოში“-ს წევრია. პოლონეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია, FARA-ს კანონმდებლობას არ ასრულებს. ანტიკორუფციულ ბიუროს საკითხზე მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს. უწყებაში ამბობენ, რომ თუ ორგანიზაცია კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტებს არ წარადგენს საქმე პროკურატურას გადაეცემა. ცინცაბაძე პოლონეთიდან ფინანსდება და კავშირები აქვს ევროკავშირის ელჩთან.