„ამერიქან ქონსერვატივის“ სტატია
2012 წლიდან არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებებს დასავლეთში საკამათოს არავინ ხდიდა, ვიდრე საქართველოს და ევროკავშირის საგარეო ინტერესები ერთმანეთს არ დაშორდა. ამის შესახებ „ამერიქან ქონსერვატივი“ წერს. სტატიის ავტორის აზრით, დასავლეთთან უთანხმოება მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველომ 2022 წელს რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტაზე უარი განაცხადა და მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს რეგისტრაციის გავლას ავალდებულებს.
