ნარკოდანაშაული
12 000-მდე აბი „ექსტაზი“ და 520 აბი „სუბოტექსი“. სამართალდამცველებმა თბილისში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ადამიანია დაკავებული, მათ შორის ერთი ლატვიის მოქალაქეა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.