პრემიერ-მინისტრი ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
პრემიერ-მინისტრი ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. ტექნოლოგიური ჰაბი პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება. ამ დროისთვის დასრულებულია გარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობა, დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, 3D პრინტერების ლაბორატორია, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის. ტექნოლოგიური ჰაბისთვის შესყიდულია საქართველოში პირველი მეტალის 3D პრინტერი, რომლის მეშვეობითაც, სტარტაპებს, ინჟინრებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მეტალისგან შექმნან რთული, მაღალი სიზუსტით დამზადებული კომპონენტები.