ლონდონის პოლიცია შაბათის მრავალრიცხოვანი აქციის დროს სამართალდამცველებზე თავდამსხმელ 11 ადამიანს ეძებს
პოლიცია აქციაზე მყოფ დემონსტრანტებს იმ ადამიანების ამოცნობაში სთხოვს დახმარებას, რომლებიც პოლიციის ოფიცრებს, საკუთარი მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ, ესროდნენ ბოთლებსა და სხვა საგნებს. ლონდონის პოლიციამ 11 ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა. საპროტესტო აქციაზე ამჟამად არეულობაში მონაწილე 25 ადამიანია დაკავებული. მანამდე პოლიციაზე თავდამსხმელთა დასჯის პირობა, შინაგან საქმეთა მინისრმა დადო. სამართალდამცველებზე ძალადობა დაგმო დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმაც.