ეკონომისტი დიდ ბრიტანეტში პოლიტიკურ სირთულეებზე წეერს. გამოცემის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში ბზარი გაჩნდა
ეკონომისტი წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობას ამომრჩეველთა მხოლოდ 20 პროცენტი უჭერს მხარს. პრემიერ მინისტრის კირ სტარმერის რეიტინგი კი კატასტროფულად დაბალია. 5 სდექტემბერს მისმა მოადგილემ ანჟელა რეინერმა გადასახადების გადაუხდელობის გამო თანამდებობა დატოვა, რამაც მინისტრთა კაბინეტში მასშტაბური ცვლილებები გამოიწვია. ამ ფონზე დიდ ბრიტანეთში მემარჯვენე პოლიტიკოსების პოპულარულობა იზრდება. გამოცემა წერს, რომ დიდი ბრიტანეთი ერთადეთი დემოკრატიული სახელმწიფო არ არის, რომელიც პოლიტიკურ ქაოსშია, ცენტრისტული პოლიტიკური პარტიების რეიტინგები დაბალია საფრანგეთსა და გერმანიაშიც.
