დონალდ ტრამპმა გენერალურ პროკურორს, ძალადობრივი აქციების დამფინანსებელი ორგანიზაციების გამოძიება დაავალა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, როდესაც აქტივისტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აზიანებენ და პოლიციას ქვებს ესვრიან, ეს არა საპროტესტო აქცია, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია. დონალდ ტრამპის შეფასებით, ამ მხრივ განსაკუთრებული პროვოკაციებით გამოირჩევიან დაქირავებული აგიტატორი ქალები. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ქვეყანაში მრავალი რადიკალი მემარცხენე ჯგუფია. ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ჩარლი კირკის მკვლელის რადიკალიზებაც ონლაინ სივრცეში რადიკალი ჯგუფების მეშვეობით მოხდა.
