გამოძიების ფედერალური ბიურო ჩარლი კირკის მკვლელის რადიკალურ მემარცხენე ორგანიზაციებთან შესაძლო კავშირებს იძიებს
"ეფ ბი აის" ხელმძღვანელმა კეშ პატელმა , ფოქს ნიუსს განუცხადა, რომ გამოძიების მსვლელობაზე დეტალურად ვერ ისაუბრებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ტაილერ რობინსონი ბოლო რამდენიმე წელია რადიკალური მემარცხენე იდეოლოგიით იყო შეპყრობილი. ამის შესახებ გამოძიებას რობინსონის ოჯახის წევრებმა აცნობეს. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ ტაილერ რობინსონმა სოციალურ ქსელ დისკორდში მიმოწერისას აღიარა, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა ჩარლი კირკი მისი მოსაზრებების გამო მოეკლა.
