განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი რაჭაში პროფესიულ კოლეჯ “ერქვანს” ესტუმრა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი რაჭაში პროფესიულ კოლეჯ “ერქვანს” ესტუმრა, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლო სახელოსნოებს გაეცნო.გივი მიქანაძე კოლეჯის თანამშრომლებსაც შეხვდა და კოლეჯის საჭიროებების შესახებ მათგან მიიღო ინფორმაცია. პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მსურველებს შრომის ბაზრის მოთხოვნისა და დასაქმების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს.
