კახა კალაძემ საზოგადოებას ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები წარუდგინა
პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდნენ. მერის განცხადებით , ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა იყო, არის და მომავალშიც იქნება თბილისის მერიის პრიორიტეტი. მიმდინარე წელს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულებით გამოყოფილია, დაახლოებით, 106 მლნ ლარი, რომლითაც 31 პროგრამა ხორციელდება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დამატებით კიდევ სამი ახალი პროგრამა ამოქმედდება.
