ყველა, ვინც ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას უწევს ორგანიზებას, კანონმდებლობის გათვალისწინებით საკადრის პასუხს მიიღებს
ყველა, ვინც ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას უწევს ორგანიზებას, კანონმდებლობის გათვალისწინებით საკადრის პასუხს მიიღებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ოპოზიცია კი ისევ ხელისუფლების მშვიდობიან დამხობასა და იმ გაცხადებულ მიზანზე საუბრობს, რაც არჩევნებისთვის ხელის შეშლას და დესტაბილიზაციის მცდელობას უკავშირდება. კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა. გიორგი კონდახაშვილი ამბობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაული მხოლოდ ძალადობით დამხობის მოწოდებისთვისაა გათვალისწინებული. რეალურად კი 317-ე მუხლში ტერმინი ძალადობით დამხობა საერთოდ არ არის ნახსენები და საუბარია, მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაზე
