დეზინფორმაციისა და ცილისწამების გამო შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოცემა „ნიუ იორკ ტაიმსის“ წინააღმდეგ 15 მილიარდი დოლარის ოდენობით სარჩელის შეტანას გეგმავს
ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ტრამპმა დაწერა და აღნიშნა, რომ სარჩელს ფლორიდის შტატში შეიტანს. ტრამპის თქმით, საქმე გამოცემის მიერ მასზე, მის ოჯახსა და ბიზნესზე გავრცელებულ ყალბ ცნობებს ეხება. ნიუ იორკ ტაიმსს პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
