ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებს ბრძოლას უცხადებს
ჯეი დი ვენსის შეფასებით, ამერიკა პოლიტიკურ ძალადობამდე სწორედ ენჯეოების ქსელის დამსახურებით მივიდა. ამის შესახებ ვიცე პრეზიდენტმა ჩარლი კირკის შოუში თქვა, რომლის წამყვანიც თავადვე იყო. გადაცემაში ისაუბრა თეთრი სახლის შტაბის უფროსის მოადგილემ, სტივენ მილერმა, რომელმაც რადიკალ მემარცხენე ორგანიზაციებს ტერორისტული მოძრაობა კიდევ ერთხელ უწოდა და განაცხადა რომ მთავრობის ყველა სააგენტოს რესურსს გამოიყენებს მის გასანადგურებლად.
