განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა
მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონებშიც გაიმართება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება. პედაგოგთა დაჯილდოება რეგიონულ დონეზე რაჭა-ლეჩხუმით დაიწყო და ყველა რეგიონში 10 ოქტომბრამდე გაიმართება.