ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის ორგანიზებით, საქართველოში ღვინის ტური ჩატარდა
14 კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ კოლანჯელო ენდ პარტნერსის და ამერიკის ღვინით ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლები. ამერიკელი სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ
