ქუთაისის ცენტრალური არქივის შექმნიდან 100 წელი შესრულდა
საიუბილეო ღონისძიება ქუთაისის ცენტრალური არქივის შენობაში გაიმართა.არქივში დაცულია მეჩვიდმეტე ოცდამეერთე საუკუნეების დოკუმენტები, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობასა და იქ მოღვაწე გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. საიუბილეოდ მომზადდა გამოფენა და გამოიცა წიგნი, რომელიც ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ საინტერესო საარქივო მასალას წარმოაჩენს.
