თბილისი, რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა, როგორც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის.