შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან უცხო ქვეყნის 29 მოქალაქე გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან უცხო ქვეყნის 29 მოქალაქე გააძევა. გაძევებული არიან : ინდოეთის, განას, თურქეთის, ნეპალის, თურქმენეთის, ირანის, პაკისტანის და ლატვიის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
