სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს სწავლის დაწყებას ულოცავენ პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი
სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს სწავლის დაწყებას ულოცავენ პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი წერს, რომ ეს დღე ყოველთვის სავსეა სიხარულით და ახალი შესაძლებლობების იმედით. მთავრობის მეთაური კი აღნიშნავს, რომ განათლების უწყვეტი პროცესი კრიტიკული აზროვნების განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობისა და ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბების გზაა.