მმართველი გუნდი ეუთო ოდირის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს
მმართველი გუნდი ეუთო ოდირის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. ეუთო- ოდირმა საქართველოში მისიის გამოგზავნაზე უარი ვადების სიმცირით ახსნა; პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ იგივე ვადებში ჩეხეთის 3-4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ეუთო-ოდირი ორი სექტემბრის მიწვევის საფუძველზე, დამკვირვებლებს აგზავნის.
