აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჩარლი კირკის მკვლელობა ტერორიზმს შეადარა
ტულსი გაბარდის თქმით, კონსერვატორ აქტივისტზე თავდასხმაც და 11 სექტემბრის ტერაქტიც იმ ადამიანებმა მოაწყვეს, რომელთა იდეოლოგია გამოწვევებსა და კრიტიკულ კითხვებს ვერ უძლებს. ეს განცხადება ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ვაშინგტონში, ჩარლი კირკის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაზე გააკეთა.