საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მემარჯვენე ფრაქციის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარი ლეპენი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პარლამენტის დათხოვნისკენ მოუწოდებს
ლე პენმა ქალაქ ბორდოში გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ საფრანგეთში დღეს არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ლე პენი ამბობს, რომ ემანუელ მაკრონს და მის მიერ დანიშნულ პრემიერ- მინისტრს ხალხი არ ენდობა, რადგან მაკრონის ხელისუფლებამ ყველა ინსტიტუტი ჩამოშალა და ქვეყანა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩიხში შეიყვანა. ლე პენი ქვეყნის გადასარჩენად ემანუელ მაკრონის გადადგომასაც ითხოვს.
