თეთრი სახლის მრჩეველმა რადიკალი მემარცხენეებისა და რადიკალი მემარცხენე ორგანიზაციების ქმედებებს ტერორიზმი უწოდა
სტიველ მილერის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმ ორგანიზაციების გასანადგურებლად, რომლებიც არეულობებს, აჯანყებებს აწყობენ და ძალადობას ახალისებენ. საშინაო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მრჩევლის თქმით, სიძულვილის მთესავი ორგანიზაციები დაკარგავენ დაფინანსებას, შეწყვეტენ ფუნქციონირებას და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მუხლით გასამართლდებიან.
