ამერიკელი კონგრესმენის თქმით, სამოქალაქო საზოგადოებიდან უნდა გააძევონ ყველა, ვინც ჩარლი კირკის დაღუპვას ზეიმობს
. რენდი ფაინი ფლორიდის მოსახლეობას მიმართავს, მიაწოდონ ინფორმაცია ნებისმიერი საჯარო მოხელის, იურისტის, პედაგოგისა თუ ექიმის შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ ძალადობას ზეიმობენ. რენდი ფაინის თქმით, ის მათ გათავისუფლებას, დაფინანსების შეწყვეტასა და პროფესიული ლიცენზიების ჩამორთმევას მოითხოვს.
