ფრანგი პოლიტიკოსი ჟორდან ბარდელა აცხადებს, რომ ევროპარლამენტი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავს
შესაბამისი მოთხოვნა პარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ წარადგინა. ევროპარლამენტარი ბარდელა ფონ დერ ლაიენს ევროპელების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი ხელმძღვანელობით ევროკომისია ევროპას პოლიტიკურად და ეკონომიკურად ასუსტებს.
