თბილისის მერმა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ისნის რაიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბავშვო ბაღის შენობა გახსნა
ბაღი 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული ღონისძიებებისთვის. 109-ე ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად ახალი აშენდა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა. პარალელურად, კახა აბულაძემ კახა კალაძეს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმით ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათი გადასცეს.
