განათლების მინისტრმა თბილისის 53-ე და 127-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა
სწავლის დაწყების დღეს თბილისში ორი ახალი სკოლა გაიხსნა. განათლების მინისტრმა თბილისის 53-ე და 127-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა. ორივე სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები. მოეწყო სპორტული დარბაზები და მოედნები.
