იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა
იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, ეს კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 8,8 მეათედი პროცენტით აღემატება. საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელში გაზრდილია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მეორე კვარტალში 10,3 მეათედი პროცენტით გაიზარდა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასიც, რომელმაც 2 ათას 212 ლარი შეადგინა.
