ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოაქალაქეა დაკავებული
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, 34 შეკვრად დაფასოებული, 19 კილო და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს. კადრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, შემოსავლების სამსახური ავრცელებს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
