ქრთამის აღების ფაქტზე დააკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი
ის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში უზრუნველყოფდა ცხოველთა აღრიცხვიანობისა და იდენტიფიკაციისთვის საჭირო ე.წ. საყურე ნიშნების უსასყიდლოდ გაცემას. დაკავებულმა, პროცედურების დაცვის გარეშე, სხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან შეძენილი დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ, სხვადასხვა დროს ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო ჯამში, 650 ლარი. ამოღებულია თანხის ნაწილი. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.