ეუთო ოდირმა საქართველოში მისიის გამოგზავნაზე უარი ვადების სიმცირით ახსნა
ეუთო ოდირმა საქართველოში მისიის გამოგზავნაზე უარი ვადების სიმცირით ახსნა; პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ ჩეხეთის 3-4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, 2 სექტემბრის მიწვევის საფუძველზე, დამკვირვებლებს აგზავნის. ანუ ვადები იდენტურია. ქრონიკის კითხვის საპასუხოდ, ეუთო ოდირმა დაადასტურა, რომ არსებული პრაქტიკით მისიას არჩევნებამდე 2-3 კვირით აგზავნიან. მმართველი გუნდის შეფასებით, ფაქტები ეუთო- ოდირის ორმაგ სტანდარტსა და სიცრუეზე მიუთითებს.
