პარლამენტის თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმიანება
„ეს პრინციპი ქართულადაც ზუსტად ისევე სწორად ჟღერს, როგორც ინგლისურად“, ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას. შაბანა მაჰმუდი წერს, რომ ყველა, ვინც საპროტესტო აქციების დროს თავს ესხმის პოლიციელებს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. მანამდე შალვა პაპუაშვილმა დაწერა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის განცხადებაზე. კირ სტარმერის თქმით, ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, მაგრამ არ შეეგუებიან პოლიციელებზე თავდასხმებს, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს სწორი მიდგომაა.
