ხელოვნური პროტესტის ორგანიზების სქემა გაშიფრულია
აქციებს უცხოური სპეცსამსახურების კონკრეტული წარმომადგენლები უწევენ ორგანიზებას. მნიშვნელოვანი როლი კი აქვთ უნივერსიტეტებს და ამ უნივერსიტეტების დატრენინგებულ სტუდენტებს. ალასანია, ილია, ჯიპა და თავისუფალი უნივერსიტეტი - ძირითადად, ეს ოთხი სასწავლებელია ჩართული ხელოვნურ პროტესტში. კურატორები კი არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ შერჩეული არასამთავრობოები და ასევე ონლაინ მედიის წარმომადგენლები, რომლებიც აქციებზე პერიოდულად ჩნდებიან. იმედის კვირის ექსკლუზიურ რეპორტაჟში დასახელებულია კონკრეტული გვარებიც და გაშიფრულია დაფინანსების სქემაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, სუსი ასევე სწავლობს ხელოვნური პროტესტის დაფინანსების სქემას.