ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გერმანიის ნაკრები გახდა
ფინალში გერმანელებმა თურქეთის ეროვნული გუნდი 5-ქულიანი სხვაობით, 88-83 დაამარცხეს. ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად გამარჯვებული გუნდის მოთამაშე დენის შროდერი დასახელდა, რომელმაც თურქებთან ორმაგი დუბლი შეასრულა. წლევანდელ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და საუკეთესო რვა გუნდს შორის პირველად მოხვდა.